,,საქართველოზე უთქვამთ''....
(ლექსების კრებულები)
პროექტის მთავარი თემა/იდეა: საქართველოსადმი მიძღვნილი სხვადასხვა ავტორთა ლექსების ერთად თავმოყრა. მოსწავლეთა დაინტერესება. კითხვისა და წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება.
პროექტის აქტუალობა: XXI საუკუნეში, ეგ. წოდებულ კომპიუტერის ეპოქაში, იკლო წიგნისა და კითხვისადმი ინტერესმა. მოსწავლეები აღარ კითხულობენ პოეზიის კრებულებს. თანატოლთა მიერ შექმნილი კრებულები კი დაინტერესებას გამოიწვევს.
პროექტის მიზნები: სამუშაოს დაგეგმვის, დამოუკიდებელი, გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. აქტიური მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. წარდგენის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
დრო: 30 დღე.
მოსალოდნელი პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსების 2 კრებული: 1) ,,საქართველოზე უთქვამთ....’’ ( გოგონების მიერ კომპიუტერის გამოყენებით.)
2) ,,დედამიწა და პატარა საქართველო დედამიწაზე’’ – (ბიჭების მიერ ხელნაწერის სახით.)
მოსალოდნელი შედეგები:
· წაიკითხავენ სხვადასხვა ავტორთა უამრავ ლექსს და აიმაღლებენ ცოდნას.
· ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გაირკვევა, რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს, რა თემაზე დაწერილი ლექსები აინტერესებთ.
· გაუჩნდებათ სურვილი თანატოლთა ხელით შექმნილი ლამაზი კრებულების წაკითხვისა და აუმაღლდებათ კითხვისა და წიგნის სიყვარული.
· გაუჩნდებათ მოტივაცია, შექმნან მსგავსი კრებულები სხვადასხვა თემებზე.
· გაიწაფებიან ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და ბეჭდვაში.
· შესაძლებელია, მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებობების გამოვლენა. მოსალოდნელია, თვითონაც დაწერონ ლექსები საქართველოზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვაჟა–ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ა. კალანდაძის და სხვა ავტორთა ლექსების კრებულები. ბიბლიოთეკა. კომპიუტერი. ინტერნეტი. პრინტერი. საწერი ფურცლები. საღებავები. ფუნჯი. მარკერები.
პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები, დრო და პასუხისმგებელი პირები)
1. თემის შერჩევა.
2. საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. (2 ჯგ. – გოგონების და ვაჟების)
3. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში და მოვალეობების გადანაწილება:
· სარედაქციო საბჭოს შექმნა (3–4 მოსწ.)
· თანაკლასელთა და პარალელური კლასების მოსწავლეთა ინტერესების კვლევა, რა თემაზე დაწერილი ლექსები უფრო აინტერესებთ.(მოსწ.ჯგ. –2დღე)
· საქართველოზე დაწერილი სხვადასხვა ავტორთა ლექსების მოძიება (მთელი ჯგუფი. 15–დღე)
· მოძიებული ინფორმაციის დამუშავება და დალაგება (მოსწ. ჯგ.–3–დღე)
· კრებულის შექმნა კომპიტერული გრაფიკით (გოგონების მიერ) და ხელნაწერი კრებულის შექმნა (ბიჭების მიერ)– 5 დღე
· კრებულების მხატვრული გაფორმება (მოსწ. ჯგ.–2 დღე)
· პრეზენტაციის ორგანიზება: (მოსწ. ჯგ.–2 დღე) მოსაწვევი ბარათების დამზადება სტუმრებისთვის და მოწვევა, აფიშის გაკეთება და გამოკვრა დერეფანში, დარბაზის მოწესრიგება).
· პროექტის განხორციელების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს პროექტის ხელ–ლი მასწავლებელი ნ. ჩხაიძე მოსწავლეთა ჯგუფთან ერთად ყოველი კვირის ბოლოს.
· პროდუქტის პრეზენტაცია: პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება კრებულების პრეზენტაცია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის: პროდუქტის წარდგენა, ანოტაცია, ლექსების მხატვრული კითხვა (1დღე).
· პროექტის პრაქტიკაში დანერგვა: ლექსების კრებულები საჩუქრად გადაეცემა სკოლის ბიბლიოთეკას და მსურველებს შეეძლებათ წაკითხვა.
· პროექტის შეფასება მოხდება შეფასების სქემის მიხედვით.
კრიტერიუმები | ელემენტარული 1ქულა | მისაღები 2 ქულა | ოსტატური 3ქულა |
სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების უნარი | სამუშაო არასრულყოფილადაა დაგეგმილი. არ არის შესრულებული ყველა აქტივობა | სამუშაო დაგეგმილია, მაგრამ სრულყოფილად არ არის შესრულებული ყველა აქტივობა | სამუშაო კარგად არის დაგეგმილი და სრულყოფილადაა ჩატარებული ყველა აქტივობა |
ინფორმაციის მოძიების და ორგანიზების უნარი. თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება | მოიძიებს მცირე ინფორმაციას, უჭირს ორგანიზება. ნაწილობრივ ახერხებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას. | იყენებს რამდენიმე საინფორმაციო წყაროს. ახერხებს მოძიებული ინფორმაციის ორგანიზებას. შეუძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება | იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო წყაროს. კარგად უკეთებს ორგანიზებას მოძიებულ ინფორმაცის. სრულყოფილად იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. |
შემოქმედებითობა | ჩანს მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან | ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა, რაც პროექტს უკეთ წარმოაჩენს | კარგად ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა, ინოვაციადა თავისებური ხედვა, რაც პროექტის პროდუქტს საინტერესოს ხდის |
პროექტის პრეზენტაცია (პროდუქტის წარდგენა) | აკმაყოფილებს პრეზენტაციისკრიტერიუმების მცირე ნაწილს. უინტერესოდ წარადგენს პროექტის პროდუქტს | აკმაყოფილებს პრეზენტაციის პარამეტრების ძირითად ნაწილს.ნაკლებ საინტერესოდ წარადგენს პროდუქტს | აკმაყოფილებს პრეზენტაციის ყველა კრიტერიუმს. საინტერესოდ წარადგენს პროექტის პროდუქტს |
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:VII.10;11;12;14;
· მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროებში (ენციკლოპედიები, ლექსიკონები, წიგნები,
ინტერნეტი).
· წერს სარეკლამო ტექსტს (რეკლამას უკეთებს თანაკლასელების მიერ შექმნილ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, სასკოლო ღონისძიებას).
· წერს მისალოც ან მოსაწვევ ბარათს სხვადასხვა ადრესატისათვის (მეგობრის, შორეული ნაცნობის, ასაკით უფროსი ადამიანისათვის).
· მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი: ნატო ჩხაიძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий