სასწავლო პროექტი

,,საქართველოზე უთქვამთ''....

(ლექსების   კრებულები)  


          
პროექტის მთავარი თემა/იდეა: საქართველოსადმი მიძღვნილი   სხვადასხვა  ავტორთა ლექსების ერთად თავმოყრა. მოსწავლეთა დაინტერესება. კითხვისა და წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება.

პროექტის აქტუალობა:   XXI  საუკუნეში,  ეგ.   წოდებულ   კომპიუტერის   ეპოქაში,   იკლო    წიგნისა  და  კითხვისადმი  ინტერესმა. მოსწავლეები   აღარ   კითხულობენ    პოეზიის   კრებულებს.   თანატოლთა  მიერ   შექმნილი    კრებულები   კი    დაინტერესებას   გამოიწვევს.

პროექტის მიზნები: სამუშაოს დაგეგმვის, დამოუკიდებელი, გუნდური   მუშაობის, თანამშრომლობის და საკომუნიკაციო  უნარების განვითარება.   აქტიური მონაწილეობისა  და  პასუხისმგებლობის   გრძნობის  ამაღლება.  წარდგენის    უნარის    განვითარება.

მონაწილეთა    ასაკი: 12–13  წელი.

დრო: 30 დღე.

მოსალოდნელი პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:         შეიქმნება   საქართველოსადმი    მიძღვნილი    ლექსების    2  კრებული:    1) ,,საქართველოზე    უთქვამთ....’’    ( გოგონების      მიერ    კომპიუტერის     გამოყენებით.)
2) ,,დედამიწა    და   პატარა    საქართველო   დედამიწაზე’’ – (ბიჭების  მიერ ხელნაწერის  სახით.)

მოსალოდნელი   შედეგები:     
· წაიკითხავენ  სხვადასხვა  ავტორთა  უამრავ  ლექსს  და  აიმაღლებენ ცოდნას.
·        ჩატარებული  გამოკვლევის  შედეგად  გაირკვევა,  რა  ინტერესები  აქვთ  მოსწავლეებს,  რა თემაზე დაწერილი  ლექსები  აინტერესებთ.
·   გაუჩნდებათ  სურვილი თანატოლთა  ხელით  შექმნილი  ლამაზი   კრებულების  წაკითხვისა  და აუმაღლდებათ  კითხვისა  და წიგნის სიყვარული.
·   გაუჩნდებათ   მოტივაცია,  შექმნან  მსგავსი კრებულები სხვადასხვა თემებზე.
·   გაიწაფებიან   ინტერნეტში  ინფორმაციის  მოძიებასა და ბეჭდვაში.
· შესაძლებელია, მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებობების გამოვლენა. მოსალოდნელია, თვითონაც დაწერონ ლექსები საქართველოზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვაჟა–ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ა. კალანდაძის და სხვა ავტორთა ლექსების კრებულები. ბიბლიოთეკა.  კომპიუტერი. ინტერნეტი. პრინტერი. საწერი ფურცლები.  საღებავები. ფუნჯი. მარკერები.

პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები, დრო და პასუხისმგებელი პირები)
1. თემის  შერჩევა. 
2. საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება  მოსწავლეთა  ინტერესების გათვალისწინებით. (2 ჯგ. –  გოგონების და ვაჟების)
3. პროექტის გეგმის  შემუშავება ჯგუფებში  და მოვალეობების  გადანაწილება:
·        სარედაქციო საბჭოს შექმნა (3–4 მოსწ.)
·        თანაკლასელთა და პარალელური კლასების  მოსწავლეთა ინტერესების კვლევა, რა თემაზე დაწერილი  ლექსები უფრო აინტერესებთ.(მოსწ.ჯგ.  –2დღე)
·        საქართველოზე დაწერილი სხვადასხვა ავტორთა ლექსების მოძიება (მთელი ჯგუფი. 15–დღე)
·        მოძიებული ინფორმაციის დამუშავება და დალაგება (მოსწ. ჯგ.–3–დღე)
·        კრებულის შექმნა კომპიტერული გრაფიკით (გოგონების მიერ)  და ხელნაწერი კრებულის  შექმნა (ბიჭების მიერ)– 5 დღე
·        კრებულების მხატვრული გაფორმება (მოსწ. ჯგ.–2 დღე)
·        პრეზენტაციის  ორგანიზება:  (მოსწ. ჯგ.–2 დღე)  მოსაწვევი  ბარათების დამზადება  სტუმრებისთვის    და   მოწვევა, აფიშის გაკეთება  და გამოკვრა  დერეფანში, დარბაზის მოწესრიგება).
·        პროექტის  განხორციელების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს პროექტის ხელ–ლი მასწავლებელი ნ. ჩხაიძე მოსწავლეთა ჯგუფთან ერთად ყოველი კვირის ბოლოს.

· პროდუქტის პრეზენტაცია: პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება კრებულების პრეზენტაცია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და  მშობლებისათვის: პროდუქტის წარდგენა, ანოტაცია, ლექსების მხატვრული კითხვა (1დღე).

· პროექტის პრაქტიკაში დანერგვა: ლექსების კრებულები საჩუქრად გადაეცემა სკოლის ბიბლიოთეკას  და  მსურველებს  შეეძლებათ წაკითხვა.
·        პროექტის  შეფასება  მოხდება   შეფასების სქემის  მიხედვით.

კრიტერიუმები
ელემენტარული 1ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3ქულა

სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების უნარი
სამუშაო არასრულყოფილადაა დაგეგმილი. არ არის შესრულებული ყველა აქტივობა
სამუშაო დაგეგმილია, მაგრამ სრულყოფილად არ არის შესრულებული ყველა აქტივობა
სამუშაო კარგად არის დაგეგმილი და სრულყოფილადაა ჩატარებული ყველა აქტივობა
ინფორმაციის
მოძიების და ორგანიზების უნარი. თეორიული ცოდნის პრაქტიკულად  გამოყენება
მოიძიებს მცირე ინფორმაციას, უჭირს ორგანიზება. ნაწილობრივ ახერხებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას.
იყენებს რამდენიმე საინფორმაციო წყაროს. ახერხებს მოძიებული ინფორმაციის ორგანიზებას.
შეუძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო წყაროს. კარგად უკეთებს ორგანიზებას მოძიებულ ინფორმაცის. სრულყოფილად იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.
შემოქმედებითობა
ჩანს მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი  ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა, რაც პროექტს უკეთ წარმოაჩენს
კარგად ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა, ინოვაციადა თავისებური ხედვა, რაც პროექტის პროდუქტს საინტერესოს ხდის
პროექტის პრეზენტაცია
(პროდუქტის წარდგენა)
აკმაყოფილებს პრეზენტაციისკრიტერიუმების მცირე ნაწილს. უინტერესოდ წარადგენს
პროექტის პროდუქტს
აკმაყოფილებს პრეზენტაციის პარამეტრების ძირითად ნაწილს.ნაკლებ საინტერესოდ წარადგენს  პროდუქტს
აკმაყოფილებს პრეზენტაციის ყველა კრიტერიუმს. საინტერესოდ წარადგენს პროექტის პროდუქტს

კავშირი ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან:VII.10;11;12;14;
·        მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროებში (ენციკლოპედიები, ლექსიკონები, წიგნები,
ინტერნეტი).
·        წერს სარეკლამო ტექსტს (რეკლამას უკეთებს თანაკლასელების მიერ შექმნილ  სახვითი  და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, სასკოლო  ღონისძიებას).
·        წერს მისალოც ან მოსაწვევ ბარათს სხვადასხვა ადრესატისათვის (მეგობრის, შორეული ნაცნობის, ასაკით უფროსი ადამიანისათვის).
·        მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

პროექტის ხელმძღვანელი: ნატო ჩხაიძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: natochxaidze20@gmail.com